
პ რ ო ე ქ ტ ი – საკვები პროდუქტები ვიტამინების წყარო
პროექტის მოკლე აღწერა: საკვებ პროდუქტებში სხვადასხვა ვიტამინების შემცველობის მოძიება და მასზე დაყრდნობით ათი მოცემული ვიტამინით ყველაზე მდიდარი პროდუქტის დასახელება.
პროექტის სრული აღწერა: 3-4 ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები მოიძიებენ A; B1; B2; B5; B6; B9; B12; C; D; E; H; K ; PP ვიტამინის შეცველობის მიხედვით ყველაზე ღირებულ პროდუქტებს. შეისწავლიან თითოეული ამ ვიტამინის მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისთვის. მის გავლენას სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების შეთვისების პროცესში. რა როლი აკისრია მას ორგანიზმში. თუ რომელი ვიტამინის ნაკლებობამ რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს. როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა და ხარისხი პროდუქტში.
შეგროვებული მონაცემებიდან ამოარჩევენ ამა თუ იმ ვიტამინით ყველაზე მდიდარ ათეულს (სადაც ეს შესაძლებელია) და მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოსადგენად ააგებენ წერტილოვან დიაგრამებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ მოახდინონ თითოეული ვიტამინის პრეზენტაცია მისი როლის გათვალისწინებით ადამინის ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. შეუძლიათ შექმნან ვიტამინების თემაზე მოკლე ცნობარის ელექტრონული ვერსია. მოეწყოს დისკუსია თემაზე – ,,რომელი ვიტამინი აკლია მას?’’ (მაგ: ამა თუ იმ ჩივილისას რომელი ვიტამინი შეიძლება აკლდეს ადამიანს და რომელი საკვები პროდუქტის მიღებას ურჩევდით მას?)
მონაწილე კლასები: IX-XII
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალების შეჯერება და მოძიებულ მასალებზე პრობლემური სიტუაციების (კითხვარის) მოფიქრება დისკუსიისთვის; წერტილოვანი დიაგრამების აგება; ნამუშევრების განთავსება ბლოგში .
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაითვითცნობიერებენ ვიტამინების როლს მათ ორგანიზმში. სხვადასხვა რესურსების მოძიების და გადამუშავების შედეგად შეიძენენ როგორც დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების და კლასიფიკაციისის გამოცდილებას, ასევე Exel-ში დიაგრამებზე მუშაობის გამოცდილებას. შეიძენენ ერთობლივი მუშაობის და აზრების შეჯერების უნარს. შეიქმნება მოკლე ელექტრონული ცნობარი თემაზე ,,ვიტამინები”, თანდართული დიაგრამებით.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები, რომლებიც გაეცნობიან ელექტრონულ ცნობარს ,,ვიტამინები“, უკეთ გაერკვევიან თავიანთი ორგანიზმის თავისებურებებში. დარწმუნდებიან ცოცხალი ხილ-ბოსტნეულის და ახალი ცხოველური საკვების ყოველდღიური (შესაძლებლობის ფარგლებში) მიღების აუცილებლობაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია – გაიღრმავებენ ცოდნას თემაზე ,,ვიტამინები”, მათემატიკა – დიაგრამების აგების და შემდგომ მათი შედარებით გამოარკვევენ ვიტამინებით ყველაზე მდიდარ ( იგულისხმება რამდენიმე ვიტამინის დიდი რაოდენობით ერთ პროდუქტში თავმოყრა) – ,,რეკორდსმენ’’ პროდუქტებს.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: სოფიო ირემაშვილი, ქ.თბილისის 151-ე საჯარო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sophiairemashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: sofoiremashvili.blogspot.com